Sunday, August 8, 2010

ამბები:

 
    ბირმაში  ჩასული  ტურისტები  ადგილობრივი მეფრინველეებისგან  ყიდულობენ  უფლებას,  გამოუშვან  მათი გალიიდან   ბეღურა.  ტურისტებმა  არ იციან,  რომ  ბეღურები გაწვრთნილი  არიან  და  ისინი  სულ  მალე  ისევ  გალიაში დაბრუნდებიან. და კიდევ: კისრის  მალების  რაოდენობა  ბეღურას  ჟირაფზე მეტი აქვს, იმიტომ, რომ ყველაფერში ცხვირს ყოფს. აგერ, შვეციაში რა მოხდა: პატარა ბეღურამ ბუდე შესაწირ ყუთში გაიკეთა. ასეა, ფული ვის არ უყვარს. 

ბეღურებიდან კი,ყველაზე გამორჩეული ფრანგი ბეღურაა. საფრაგეთის ღირსება - ედიტ პიაფი 
(piaf - fr.:ბეღურა).
ედიტ პიაფს ეს სახელი კაბარე ,,ჯერნისის " მფლობელმა ლეპლემ  დაარქვა. ,,შენ ნამდვილი პარიზის ბეღურა ხარ” - ამბობდა ლეპლე ედიტზე.


ამ ბეღურამ გადაიტანა 4 ავტოკატასტროფა, თვითმკვლელობის მცდელობა, სამი ჰეპატიური კომა, სიგიჟის პრისტუპი, 7 ოპერაცია, პირველი და მეორე მსოფლიო ომი. ხდება მასების მომღერალი და კვდება 1963 წელს. მას ბოლო გზაზე აცილებს მთელი საფრანგეთი და დასტირის მსოფლიო. საფლავზე დააწერენ : ,,ედიტ პიაფი”.

Friday, January 8, 2010

ნათია კახურიშვილის, მაკო გაბუნიას, დიანა ჭოველიძის, ლიკა ჯგუბურიას ფოტოების კოლაჟი. ეს იყოს გასულ 2009 წელს. იმედია, კიდევ შევიყრებით!!!
Posted by Picasaგასული 2009 წლის ივნისში ვიყავით ყაზბეგში.

Saturday, August 1, 2009

ავტორი: გოჩა დვალი



***
სახე ნატიფი, დაბერებული - სამების მსგავსი!!!
ხელები ნაზი, დაკოჟრილი - ფერისცვალების!!!
მტევანი ყურძნის-ზიარება-მარადისობა!!!
ამაზე ძლიერ, ჩვენ არავის არ ვეყვარებით!!!


***
ცრემლით ვითხოვ პატიებას,
ღმრთისმშობელო მარიამო!
მაცხოვარი რომ გაყიდეს,
იცი, ჩემი ბრალიაო!
მეტსაც გეტყვი, არ დავმალავ,
დარდმა გული დალიაო,
შენი შვილი რომ გაშოლტეს,
ესეც ჩემი ბრალიაო.
დე, ქვეყანამ მომიძულოს
მნახოს ცოცხლად მკვდარიაო,
ქრისტე ღმერთი თუ ჯვარს აცვეს,
მხოლოდ ჩემი ბრალიაო!!!

შენ! ტერენტი აირჩიე, ვიცი!

შენ! ტერენტი აირჩიე, ვიცი!
რადგან სული ემსგავსება გრანელს!!!
თოლიების გადაფრენა ისმის!
მიწის ცქერით დაიღლება მთვარეც!
როცა სულში მარტოობა დაგღლის
და წარსულით გაათენებ ღამეს!
შენ ტერენტი აირჩიე, ვიცი!
რადგან სული ემსაგვსება გრანელს!!!


***
თუ სიყვარული აგედევნა მწევარივით, გაეცი!
შემოგხედავენ და იტყვიან: - ნახეთ, ღმერთია!!!
თუ სიყვარული არ გასვენებს, რათ გინდა ღვინო?
აღარაფერი აღარ გახსოვს და სულერთია!
ბავშვივით ცრემლებს ვეღარ მალავ, ვეღარ თამაშობ!
და ყველაფერი ქვეყანაზე უკეთესია!
თუ სიყვარული დაგებედა გულში, გაეცი!
შემოგხედავენ და იტყვიან: ნახეთ, ღმერთია!


***
გახსოვს აღმართი!!!
-პატარა წყარო!!!
-შენი თვალები აცრემლებული,
მე დღესაც მახსოვს!!!
-ჩვენ სიყვარულთან ავდიოდით
თითქმის ყოველდღე!!!
მე მრჩება კითხვა რატო ან რატომ?


***
როდესაც მთვარე სევდისფერ სტრიქონს დასწერს ღამეზე!
დღეს - ვარსკვლავებით გაანათებს, ისევ გაქრება!!!
კვლავ მარტოობას დაგვიტოვებს, რომ კარგად დავფიქრდეთ!!!
რომ პირველი დრო, უეჭველად მოგვენატრება!!!

Tuesday, June 23, 2009

ნიუსი







კოდალომანებმა 21 ივნისს მოილაშქრეს ტანძია - სულხან საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი, ბოლნისის სიონი და ქვეშის ციხე მაშავერას ხეობაში, აქვე იყო ბაზილიკური ტიპის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი დიდებული ხედით. კოდალომანები ახლო მომავალში ვიდეოკადრებსაც შემოგვთავაზებენ. დაინტერესებულებს ფოტოების გადმოტვირთვა შეუძლიათ ჯგუფის სიახლეებში და დათო თორდიას ,,ბლოგზე" მითითებული ბმულებიდან.
მართალია, ფიტარეთის მოლოცვა ამჯერად ვერ მოხერხდა, მაგრამ იმედს რა თქმა უნდა, ვიტოვებთ! ,,შესანიშნავ" მოლაშქრეთა სია კი ასე გამოიყურებოდა: ადო ბერიკელაშვილი, დავით თორდია, ედიშერ კალანდია, ეკატერინე ბასილაშვილი, ვანო კოდალა, ლანა ბაღბაია, მარი ჯიქია, ნათია კახურიშვილი, თქვენი მონა მორჩილი ლიკა ჯგუბურია.
მუზეუმში, გიდის შორიდან გაგონილი მონოტონური ხმის გაგონებისას, ახლოს მისვლა და მეტის გაგება არც გვიცდია... აქაური სიტუაცია ეტყობა, სკოლის ბავშვებზე უფროა გათვლილი... განწყობაც ბავშვური იყო...
მაშავერის ხეობა კი ფერწერულ ტილოს ჰგავდა. მსგავსი, ვან გოგისა და მანეს ნახატებში მინახავს, თუმც სიმწვანის ნაკლები გამით.
ბოლნისის სიონში საკურთხევლის თაღზე ახალი ფრესკები აღმოუჩენიათ და ტაძარში ისეთი ჭვარტლის სუნი აღარ დგას, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ იყო - მაშინ, ჯერ კიდევ ახლადამოქმედებულ ტაძარში, ურჯულოების მიერ ტაძრის შიგნიდან გადაწვის კვალი უფრო თვალში ეცემოდა ადამიანს.
ამჯერად ჩიტებს არ დაუჩივლიათ, ეს რამდენი ვიარეთ ფეხით ან რა აღმართებიაო. თუ არ ჩავთვლით ლანას პატარა წიოკს... (იმდენი იბზრიალა მუზეუმში, ცოტა დაიღალა). თბილისში ჩამოსვლისას, მთაწმინდაზე ასვლის, ისევე როგორც ჯერ კიდევ ბოლნისში, კუმისის ტბის სანაპიროზე ტრაპეზის იდეა ჩვენს ,,ჟოფრეის" - ადოს ეკუთვნის. მართალია, კუმისზე მძღოლი ტყუილა ვატარეთ. ტბის სანაპიროზე არცერთი ხე და არცერთი ჩრდილი არ იყო, ყვითელბოტებიანი მწყემსების დანახვამ ხომ გული შეგვიღონა... :))

Thursday, June 18, 2009

ვიდეოკადრები


http://www.youtube.com/watch?v=lZ_MRokvwXY
ჯერ კიდევ ამა წლის იანვარში, ჯგუფ ,,კოდალომანების" დაარსებიდან სულ რამდენიმე ხანში, ჯგუფის მოდერატორმა ილო გაბეჩავამ საკუთარი ვიდეოკამერით დაფიქსირებული კადრები შეკრა და ვიდეოკოლაჟის სახით ჩვენს ჯგუფს მიუძღვნა, რომელსაც პირობითად ,,ფილმი გადაფრენა" დავარქვით.

მაშ კოდალომანებო, ეს ,,ფილმი" თქვენ გეძღვნებათ. დაფორმატებასთან შექმნილი პრობლემის გამო მისი განთავსება ამ საიტზე დროებით ვერ მოხერხდა, ფილმი შეგიძლიათ ნახოთ ბმულიდან: http://www.link.ge/file/256235/kodalomania.rar.html

კლიპი ,,ლაშქრობა მცხეთაში" (ავტ.: დავით თორდია)



კლიპთან დაკავშრებით შეგიძლიათ გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები, დაურთოთ კომენტარები და მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში.

სიახლეები